საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის განცხადება
ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის შედეგად მიღებული დაზიანებებისა თუ ინტოქსიკაციის შედეგად კლინიკებში 150-მდე პირი შეიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვისა და კოორდინაციის ცენტრის ცნობით, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა, რა დროსაც 64 პირი კლინიკაში გადაიყვანეს.
რეგიონების მასშტაბით, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა დაფიქსირდა, ჰოსპიტალიზაცია 67 პირს დასჭირდა.