ტეპლიცეს „ევროპის თასზე“ ქართველმა კადეტმა ძიუდოისტებმა ექვსი მედალი მოიპოვა
ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში ევროპის 2025 წლის თასის გათამაშება გაიმართა. ტურნირზე ქართველმა კადეტმა ძიუდოისტებმა ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ქართველმა ძიუდოისტებმა ალექსი გულუამ (-50 კგ), ვასილ გამეზარდაშვილმა (-73 კგ), გიორგი მუმლაძემ (-81 კგ) და გიორგი ზურაბაშვილმა (-90 კგ) ოქროს, ელენე კურდღელიამ (-70 კგ) ვერცხლის, ხოლო ნინი ძაგანიამ (-70 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ქართველი ძიუდოისტები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
საქართველოს სპორტის სამინისტრო




