ტატო გრიგალაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუტანა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ). ფინალი მან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვთან დათმო.

ფინალამდე გრიგალაშვილმა უკრაინელ ვლადისლავ კოლობოვს, ჩეხ იან სვობოდას და ბულგარელ ჰრისტო ვალკოვს სძლია, ნახევარფინალში კი ზელიმ ტკაევი დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ), რომელმაც ფინალში აიუბ ბლიევი დაამარცხა; ევროპის ვიცე-ჩემპიონი კი ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) გახდა.

ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading