სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა 🧀
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში ყველის ორი საწარმო შეამოწმეს, სადაც დარღვევები გამოავლინეს:
- ინდმეწარმე ზ.გ. (ჩეხოვის ქ. №4) ახორციელებდა ნედლი რძის თერმულ გადამუშავებას სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ინსპექტირებისას აღმოჩნდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ხოლო არალეგალურად დამზადებული პროდუქტი დაილუქა.
- ინდმეწარმე ზ.კ. (ვასაძის ქ. №8) საქმიანობდა რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ეტიკეტირების წესი და ინფრასტრუქტურა. საწარმოო პროცესი შეწყდა, არასანიტარული პროდუქტი დაილუქა.
🔹 კანონის თანახმად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საქმიანობა შეწყდა მანამ, სანამ დარღვევები არ აღმოფხვრდებოდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს: არ აწარმოოთ ცხოველური წარმოშობის პროდუქცია აღიარების გარეშე და დაიცვათ სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.