რუსთავში პროექტი „მართე შენი ქალაქი“ მეთერთმეტე ეტაპით განახლდა

რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი – „მართე შენი ქალაქი“, მეთერთმეტე ეტაპით დაიწყო. პროგრამა მერის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით ხორციელდება და ბოლო 5 წლის განმავლობაში მასში 300-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა.

ახალ ეტაპში ჩართული სტუდენტები რუსთავის მერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და პარლამენტის დელეგატს შეხვდნენ. შეხვედრის დროს მერმა პროგრამის მნიშვნელობაზე, მუნიციპალური სერვისების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობებზე და ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებაზე ისაუბრა.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურების მუშაობის სპეციფიკას ეცნობიან და ინტერაქტივში იღებენ მონაწილეობას. აქამდე 60-მდე მონაწილე პროგრამის დასრულების შემდეგ ქალაქის სხვადასხვა სამსახურებში დასაქმდა.

📌 ინფორმაციის წყარო: რუსთავის მერია

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading