სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არალეგალური ყველის საწარმოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა იმერეთისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში არალეგალური ყველის გადამმუშავებელი საწარმოები აღმოაჩინეს. ფიზიკური პირები საქმიანობდნენ ეკონომიკური რეესტრის რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე, ხოლო საწარმოებში დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და მიკვლევადობის მოთხოვნები. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხოლო საწარმოები სამუშაო პროცესი შეუჩერდა.

სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს დროულად განაახლონ რეგისტრაცია და საჭიროების შემთხვევაში მიიღონ სააგენტოს აღიარება.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading