სურსათის ეროვნული სააგენტომ კახეთსა და ქვემო ქართლში არალეგალური რძის გადამმუშავებელი საწარმოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთისა და ქვემო ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ნედლი რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები მიაკვლიეს.

🔹 ფიზიკური პირი ლ. მ. (ლაგოდეხი, სოფ. ქვემო ნაშოვარი) სააგენტოს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკური საქმიანობების რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ „ყველს“.

🔹 ინდმეწარმე დ. შ. (ბოლნისი, სოფ. დისველი) რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა რძის გადამუშავებას და „ყველს“.

🔹 გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით განხორციელდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები: საეჭვო წარმომავლობის სურსათი დაილუქა, მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading