სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტების ამოწმებენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ.

📍📊 მიმდინარე კვირას სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 13 კვების ობიექტის სამზარეულოში. სხვადასხვა სამართალდარღვევა გამოვლინდა 10 ობიექტში; 8 შემთხვევაში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ძირითადად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევა.

⚠️ ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

ინსპექტირების პროცესში სააგენტოს ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორებს განუმარტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნები.

☎️🤝სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე – 15-01. ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები.
დარღვევის შემთხვევაზე დარეკეთ 15-01 და გააქტიურეთ მონიტორინგი!

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading