ლიკა კუჭუხიძე-„შეუსრულებელ 20 წელს გილოცავ, ჩემო ანგელოზო…“
სამტრედია–აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 18 წლის ლიკა კუჭუხიძის მეუღლე ადგილზე დაიღუპა. ახალგაზრდა ქალი ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.
ლიკამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გარდაცვლილ მეუღლეს მიმართავს: ,,შეუსრულებელ 20 წელს გილოცავ, ჩემო ანგელოზო… იმ დონემდე გიყვარდი გარდაცვალების დროსაც, ლიკას მიმიხედეთო… როგორ დახუჭე შენი მოციმციმე ლამაზი თვალები…რა მწარე ხარ ცხოვრება… ჩემი მფარველი ანგელოზი… იმიერში გილოცავ, ცხოვრება“ – ლიკა კუჭუხიძე