სტოკჰოლმში, ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობის ინიციატივით, შვედეთის სახელმწიფო ადმინისტრირების მინისტრი ერიკ სლოტნერი ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა

შეხვედრაზე, რომელსაც კოლეგებთან ერთად შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული ესწრებოდა, განხილულ იქნა შვედეთის საჯარო ადმინისტრირების სფეროში არსებული პრიორიტეტები და რეგიონალური თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო დიგიტალიზაციის პროცესის თანამედროვე მიდგომებს და ამ მიმართულებით შვედეთის გამოცდილებას.

შეხვედრის ბოლოს, ტრადიციულად, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა შვედეთის სახელმწიფო ადმინისტრირების მინისტრთან სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით გაცვალეს მოსაზრებები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading