საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ, შეხვედრა გამართა ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს „CCPIT“-ის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, გენერალური დირექტორის მოადგილე, კუო ფეიტონგთან

„CCPIT“-ი, რომელიც ფუნქციონირებს 1952 წლიდან, არის საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით ჩინეთის მთავარი ორგანიზაცია. ხოლო, „CCPIT“-ის დაქვემდებარებაში შემავალი ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატა (CCOIC) აერთიანებს 300 000-ზე მეტ ჩინურ კომპანიას.

შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ხედვები როგორც ქართული ბიზნესის ჩინეთის ბაზარზე უკეთ წარმოჩენის გზებსა და შესაძლებლობებზე, ისე ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის (B2B) კავშირების გაღრმავების აუცილებლობასა და საქართველოში ჩინური კომპანიის მხრიდან ინვესტიციების გაზრდის წახალისებაზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა საელჩოსა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს შორის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading