სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის ტრენინგი პროექტის „ინსტიტუციური ზრუნვის მიღმა (Beyond Institutional Care) ფარგლებში გაიმართა
ოთხდღიანი სწავლება ორ ჯგუფთან ჩატარდა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს 47 თანამშრომელმა მიიღო.
ტრენინგის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის ინტენსიური კურსი გაიარეს. პროგრამა მოიცავდა 5 მოდულს, რომელიც მართლმსაჯულების იურიდიულ და ფსიქოლოგიურ ასპექტების აერთიანებდა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ტესტირება გაიარეს. მიღებულ ცოდნას სააგენტოს სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენებენ.
მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის ტრენინგის დასრულების შედეგად სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დამატებით, 47 სერტიფიცირებული, სპეციალიზებული თანამშრომელი ეყოლება.




