სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მოეწყო
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნულმა ფედერაციამ – „სპორტი ყველასათვის“, თბილისში ფართომასშტაბიანი სპორტული ღონისძიებები გამართა, რომელსაც სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი დაესწრო.
აქტივობები გაიმართა ორ ადგილას: კიკვიძის პარკში და „აის არენაზე“. მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებების სტუმრები მონაწილეობას იღებდნენ მრავალფეროვან სპორტულ და სახალისო თამაშებში: ხელბურთი, ბეისბოლი, ფრისბი, ამერიკული ფეხბურთი, უშუ, სპორტული ნარდი, გო, შაში, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ფარიკაობა, ტრადიციული სპორტის სახეობები, მაგიდის ფრენბურთი, სპორტული ორიენტაცია, ბავშვთა ძიუდო, ფიგურული სრიალის შოუ ყინულზე, მხიარული სტარტები და ანიმატორები.
ღონისძიების მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სხვადასხვა ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდების მონაწილეობა სპორტულ და გასართობ აქტივობებში.




