ეკატერინე გორგოძე „Lopota Tennis Open”-ის ერთეულთა თანრიგის გამარჯვებულია
ლოპოტას ტბაზე მდებარე საჩოგბურთო კორტებზე ქალთა საერთაშორისო ტურნირი „Lopota Tennis Open”-ი დასრულდა. ერთეულთა თანრიგის გამარჯვებული ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე გახდა.
ფინალში ქართველი ჩოგბურთელი პოლონელ ლინდა კლიმოვიცოვას დაუპირისპირდა. ეკატერინე გორგოძემ მეტოქე ორ სეტში – 6:4, 7:5 – დაამარცხა.
„W50 LOPOTA” საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, ტურნირის საპრიზო ფონდი 40 000 დოლარი იყო და მასში 23 ქვეყნის 100 ჩოგბურთელი მონაწილეობდა.
