რუსთავში, კულტურის სახლის ისტორიულ შენობას სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში, კულტურის სახლის ისტორიულ შენობას, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებშია აშენებული, სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება.

სამუშაოების მიმდინარეობას, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან ხარაბაძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი ადგილზე გაეცნენ.

რუსთავისთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტით, საკონცერტო დარბაზის სრული განახლება, შიდა სივრცის რეაბილიტაცია და შენობის ფასადის რესტავრაციაა დაგეგმილი.

მოეწყობა გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის და გახმოვანება- განათების სისტემა. შენობა უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სასცენო აპარატურით.

შენობის გარე პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა მწვანე სივრცეები და დასასვენებელი ზონა.

1948 წელს, კლასიციზმის არქიტექტურული სტილით ნაშენები ისტორიული ნაგებობა, რესტავრაციის შემდეგ, ავთენტურობას შეინარჩუნებს.

პროექტის დასრულების შემდეგ, უფუნქციოდ დარჩენილი ძველი შენობის ადგილზე, თანამედროვე მუსიკალური ლაბორატორია გაიხსნება, სადაც რუსთაველ ახალგაზრდებს, კლასიკურის პარალელურად, მუსიკის თანამედროვე მიმდინარეობების დაუფლების შესაძლებლობაც ექნებათ.

ინფრასტრუქტურული პროექტი, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading