სპორტის მინისტრი სტამბულში საერთაშორისო ეთნოსპორტის ფესტივალის გახსნას დაესწრო
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თურქეთის ქალაქ სტამბულში საერთაშორისო ეთნოსპორტის მეშვიდე ფესტივალის გახსნას დაესწრო. ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიას მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ნეჩმედინ ბილალ ერთოღანი, სტამბულის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი ოსმან აშქინ ბაკი, ქალაქ სტამბულის მერი დავუთ გული და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სტამბულში მიმდინარე ეთნოსპორტის ფესტივალს 20 ქვეყნის 1000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართველი ცხენოსნებიც მიიღებენ, რომლებიც დღეს ქართულ ტრადიციულ სახეობებს – ცხენბურთსა და ისინდს – წარმოადგენენ.
ფესტივალის მიზანია ტრადიციული სპორტისა და თამაშების დაცვა, განვითარება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.




