სპორტის მინისტრი „მომავლის თასის” ფინალს დაესწრო
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე „მომავლის თასის“ გათამაშების ფინალს დაესწრო. ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის, ივიკო ჭელიძის, ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მეცხრედ ჩატარდა.
ფინალში ერთმანეთს „იბერია 1999“ და „ჯუნიორი“ შეხვდნენ. მატჩი „იბერიის“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:0, დასრულდა. ტურნირის ჩემპიონები შალვა გოგოლაძემ დააჯილდოვა.
„მომავლის თასი“ 2013 წელს დაბადებულ მოზარდთა შორის გაიმართა და მასში მონაწილეობას 16 გუნდი იღებდა. ტურნირი თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო.
