მალტის დედაქალაქ ვალეტაში ევროპის ახალგაზრდული საქმიანობის მე-4 კონფერენცია გაიმართა

კონფერენციას საქართველოს დელეგაციის სახელით – ახალგაზრდობის სააგენტოსა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მაღალი რანგის სტუმრებმა: ევროკომისარმა თაობათა სამართლიანობის, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის მიმართულებით – გლენ მიქალეფმა, ევროპის საბჭოს დემოკრატიული მონაწილეობის დირექტორმა – მატიაჟ გრუდენმა, ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – ტობიას ფლესენკემპერმა, მალტის პარლამენტის მდივანმა ახალგაზრდობის, კვლევისა და ინოვაციის საკითხებში – კიტ აზოპარდი ტანტიმ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა 500-მდე დელეგატი 40-ზე მეტი ქვეყნიდან.

კონფერენციაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა: ახალგაზრდული საქმიანობის საერთო ხედვის, ეთიკისა და ხარისხის სტანდარტების ჩამოყალიბება, ახალგაზრდების მხარდაჭერა ინკლუზიური და განმავითარებელი პრაქტიკის მეშვეობით, ახალგაზრდული საქმიანობის როლის გაძლიერება დემოკრატიის, თანასწორობისა და აქტიური მოქალაქეობის კონტექსტში და სხვა.

ღონისძიება მალტის მთავრობისა და ევროკავშირის პროგრამების სააგენტოს (EUPA) ორგანიზებით, ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ახალგაზრდული პარტნიორობის და ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading