სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ინფორმაცია მის მეუღლეზე – მცდარია

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ანასტასია ზინოვკინა №5 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება და უზრუნველყოფილია შესაბამისი საცხოვრებელი პირობებითა და სამედიცინო მომსახურებით.

უწყების განცხადებით, ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია ზინოვკინას მეუღლის – არტემ გრიბულის შიმშილობაზე – არ შეესაბამება სიმართლეს.
📍 გრიბულმა შიმშილობა 31 ოქტომბერს დაიწყო და 2 ნოემბერს შეწყვიტა, რის შემდეგაც საკვების მიღება სრულად განაახლა.

სამსახური მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading