სოხუმის დაცემის 32 წლისთავი ბოლნისში – გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ბოლნისის მუნიციპალური განყოფილების უფროს სერჟანტ რაულ იასაღაშვილთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მემორიალთან ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

📌 აღსანიშნავია, რომ სოხუმის დაცემის დღიდან 32-ე წლისთავთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ომში დაღუპული მეომართა ოჯახებს ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწიათ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading