თეთრიწყაროში სოხუმის დაცემის 32-ე წლისთავი აღნიშნეს

სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა.
აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

📍 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სოფელ ასურეთსა და დაბა მანგლისში მდებარე აფხაზეთის ომის გმირთა მემორიალები და გმირთა საფლავები გვირგვინით შეამკეს.

გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს მანგლისის ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგი მალხაზიშვილმა და მამა შენგელი გოცირიძემ.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading