სლოვაკი ექსპერტების სამუშაო ვიზიტი გარემოს ეროვნულ სააგენტოში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტს სამუშაო ვიზიტით სლოვაკი ექსპერტები ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოსთვის შეძენილი წყლის პარამეტრების მზომი სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით, განხორციელდა საველე სამუშაოები, წყლის სინჯების აღება და ადგილზე პარამეტრების გაზომვა.

ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში ექსპერტებმა ჩაატარეს ტრენინგები მაღალტექნოლოგიურ გაზ-ქრომატოგრაფზე მუშაობის შესახებ. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ უნარების განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წყლის სინჯებში სხვადასხვა დამაბინძურებლის განსაზღვრის თანამედროვე ანალიტიკურ მეთოდებს.

ვიზიტი განხორციელდა გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და სლოვაკეთის ტექნოლოგიის უნივერსიტეტს (STUBA) შორის თანამშრომლობის ფარგლებში, სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის„თანამედროვე ანალიტიკური მეთოდების დანერგვა ორგანული დამაბინძურებლების განსაზღვრისათვის წყლის ევროპული დირექტივების შესაბამისად“ – მხარდაჭერით.

აღნიშნული ტიპის თანამშრომლობა ხელს უწყობს სააგენტოს სპეციალისტების პროფესიულ ზრდას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს მონიტორინგის სისტემის განვითარების კუთხით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading