სკოლის ნიშნებს გავლენა ექნება უმაღლესში ჩარიცხვაზე

“ეტალონის” ინფორმაციით, სკოლის ნიშნებს გავლენა ექნება უმაღლესში ჩარიცხვაზე.

სკოლის აკადემიური მოსწრება გათვალისწინებული იქნება უნივერსიტეტში ჩარიცხვის დროს – ამის შესახებ მთავრობის ოთხწლიან პროგრამაში წერია.

როგორც აღნიშნულ პროგრამაში ვკითხულობთ, აკადემიური მოსწრების გათვალისწინება გაზრდის ზოგადი განათლების მნიშვნელობას და აამაღლებს სკოლის პრესტიჟს.

“პირველად, საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის. ასევე, განხორციელდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ეროვნული შეფასებები” – წერია, მთავრობის 2025-2028 წლების პროგრამაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading