რუსთავში ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების ახალ გალერეაში, მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა
ექსპოზიცია სახელწოდებით – „ოქროს ხელები”, 30 -მდე ნამუშევარს აერთიანებს.
ჯემალ კუხალაშვილის ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, რუსთავში პირველად იმართება.
მხატვრის ნამუშევრები, საქართველოს ხელოვნებისა და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმებში, კულტურის სამინისტროს ფონდებში, ტრეტიაკოვის გალერეაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კერძო კოლექციებშია დაცული.
ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის რუსთავის ხელოვნების გალერეა, ჯემალ კუხალაშვილის პერსონალურ გამოფენას ერთი თვის მანძილზე უმასპინძლებს.
ხელოვნების გალერეა რუსთავში, 2024 წლის 23 ოქტომბერს გაიხსნა. რუსთავში სამხატვრო გალერეის არსებობას, ხელოვანები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ითხოვდნენ.
ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა მოსწავლე- ახალგაზრდობის ახალ შენობაშია განთავსებული.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.




