სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო კვირეულის გახსნით ღონისძიებაზე ერთ-ერთი მთავარი ყურადღება ინკლუზიის ხელმისაწვდომობას – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომხმარებელთა გაძლიერებას დაეთმობა
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის წევრი, რატი იონათამიშვილი. გაიმართა ექვსი მარეგულირებელი უწყების მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ სპეციალურად შემუშავებული მასალების პრეზენტაცია.
ასევე, გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც ექვსი უწყების წარმომადგენელმა შედეგები, დანერგილი სტანდარტები და არსებული გამოწვევების შესახებ კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრა.
გაკეთდა ორი მიმართულებით მოხსენება – მომხმარებელთა უფლებების დაცვის 10 ძირითადი სტანდარტის შესახებ და ახალი კერძო (ნებაყოფლობითი) საპენსიო სისტემის მიმართულებით.
GCCA_ის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის და კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, მომხმარებლის უფლებების დაცვის ლიდერთა მომზადების პროგრამის ფარგლებში, შეირჩა ერთი საუკეთესო ნაშრომის ავტორი სტუდენტი, რომელიც GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტში 2 თვიან პრაქტიკულ კურსს გაივლის.
კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება: 12 მარტს – ახალქალაქში, 14 მარტს – ზუგდიდში და 15 მარტს ბათუმში.
ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.




