რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარის გრიგოლ ვეფხვაძის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა

საკითხი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მამუკა მამაიაშვილმა წარუდგინა.

მისი განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების პროცენტული მაჩვენებელი 97,5 %-ია, რაც რუსთავისთვის უპრეცენდენტო ციფრია.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ბიუროსთვის გადაცემას დადებითი შეფასებით უყარეს კენჭი.

ხოლო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბერიძემ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

სხდომას ტრადიციულად არ დასწრებიან ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ წევრები.

ინფორმაციას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” გვერდი ავრცელებს.

+2

ყველა რეაქცია:

88

მოწონება

კომენტირება

გაზიარება

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading