სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები თეატრალური უნივერსიტეტიდან მარჯანიშვილის თეატრის მიმართულებით მსვლელობას მართავენ
სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები თეატრალური უნივერსიტეტიდან მარჯანიშვილის თეატრის მიმართულებით მსვლელობას მართავენ მოითხოვეს რექტორთან შეხვედრა.
მსახიობები აცხადებდნენ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორისგან საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და სოლიდარობის დადასტურება დაკავებულების, მათ შორის, მსახიობების მიმართ, მნიშვნელოვანია. ისინი შეხვდნენ კიდეც რექტორ გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც თქვა, რომ „დაელოდება გამოძიების დასრულებას”.
მსახიობები, რეჟისორები, ხელოვნებათმცოდნეები ახლა მარჯანიშვილის თეატრთან ინაცვლებენ და მათგან პროტესტს მოითხოვენ. ასევე, მივლენ მოზარდ-მაყურებელთა და გრიბოედოვის თეატრებთან.