სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ძებნილი ბიჭიკო პაიკიძე დაკავებულია

ამის შესახებ მისმა საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, პაიკიძე ესპანეთში დააკავეს.

ბიჭიკო პაიკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.

გამოძიების ინფორმაციით, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარი თაღლითურად იქნა დაუფლებული.

ბრალდების მიხედვით, აღნიშნულ საქმეში პაიკიძეს ეხმარებოდნენ შპს „B.P. TRANS“-ის დირექტორი, კომპანიის თანამშრომელი და ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი პირები.

ბიჭიკო პაიკიძეს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო დანარჩენ ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading