ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე სპორტულ ტანვარჯიშში შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, სპორტულ ტანვარჯიშში შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის სპორტული ტანვარჯიშის წრის აღსაზრდელებმა შემაჯამებელი საჩვენებელი ღონისძიება გამართეს. ბოლნისში აღნიშნული წრე 5 თვეა, რაც ფუნქციონირებს და სპორტული ტანვარჯიშის შესწავლით 40-მდე ბავშვია დაინტერესებული.


ალექსანდრე ზაბახიძემ მუნიციპალიტეტში სპორტულ ტანვარჯიშში აქტიური ჩართულობისთვის ტანმოვარჯიშეებს ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ხელმძღვანელ დავით ყიფშიძესთან ერთად სერტიფიკატები გადასცა.





