„სახელი ნინო საქართველოში პირველად მე-18 საუკუნეში გაჩნდა – ისტორიული დეტალები“

საინტერესოა, რომ საქართველოში ბავშვებისთვის „ნინოს“ დარქმევას მხოლოდ მე-18 საუკუნის ბოლოდან იწყებენ.

ისტორიულ წყაროებში „პირველი ნინო, გიორგი XII-ის ქალიშვილია, 1772 წელს დაბადებული… აღსანიშნავია, რომ ერეკლეს, მიუხედავად იმისა, რომ 11 ქალიშვილი ჰყავდა, არც ერთისთვის არ დაურქმევია ,,ნინო,,

„წმინდა ნინოს ფრესკებსა და გამოსახულებას რაც შეეხება, ადრეული პერიოდის ისინიც არ გვაქვს. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის არ იყო ისეთი პოპულარული, როგორიც ახლაა. მიზეზი რა შეიძლება იყოს?

არის ვარაუდი, რომ პატრიარქალურ საზოგადოებაში ქართველებს, უბრალოდ, რცხვენოდათ, რომ ისინი ქალმა მოაქცია.

,,რომ რცხვენოდათ, იქიდანაც ჩანს, რომ სომხებთან დავის დროს სომხებმა უთხრეს ქართველებს, წმინდა გრიგოლმა თქვენც მოგაქციათო და ქართველებს საწინააღმდეგო არაფერი უპასუხიათ“,

წმინდა ნინო საქართველოში ღვთისმშობელმა გამოგზავნა. ქალი კი შეარჩია იმის გამო, რომ თავადაც ქალი იყო. ან „ყოველთა ნათესავთაჲსა უმძჳნვარესნი და უველურესნი იყვნეს ესე ნათესავნი, ამისთჳსცა დედაკაცი წარმოავლინა“, – წერს ის და განმარტავს, რომ „ძალი ღვთისა უძლურებასა შინა სრულ იქმნებისო“. ის პარალელს ავლებს მაცხოვრის მიერ მოციქულებად უსწავლელი მეთევზეების არჩევასთან და მიიჩნევს, რომ, სწორედ იმავე პრინციპით, უფალმა საქართველოში ფილოსოფოსი და რიტორი მამაკაცი კი არა, სუსტი დედაკაცი გამოგზავნა, რომ ღვთის ძალა და სასწაული უფრო თვალნათელი ყოფილიყო. სუსტი დედაკაცი, რომელმაც უდიდესი ძალა გამოავლინა .

დღესდღეობით კი საქართველოში სულ რეგისტრირებულია 115 572 ნინო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading