ინგა გურგენიძე საერთაშორისო ტურნირებზე ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს

მიმდინარე წლის 16-19 იანვარს რუმინეთის ოტოპენში და 23-25 იანვარს სლოვენიის ლიუბლიანაში გამართულ იუნიორთა საერთაშორისო ტურნირში ფიგურულ ციგურაობაში წარმატებით იასპარეზა საქართველოს სპორტსმენმა ინგა გურგენიძემ.

რუმინეთში 21 სპორტსმენს შორის ინგამ მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ლიუბლიანაში 23 მოციგურავეს შორის პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი დაიმსახურა.

ეს ტურნირები ინგა გურგენიძისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია იუნიორთა შორის მიმდინარე წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც 3-8 მარტს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაიმართება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading