საძოვრების პროგრამის ფარგლებში 1500 ჰექტარზე მეტი ფართობი სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს იჯარით გადაეცათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა.

🔹 გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 1503 ჰექტარ საძოვარზე, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართული პირებისთვის მიწის რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

✅ აქტიურად მიმდინარეობს საძოვრების იჯარით გაცემის მე-13 და მე-14 ეტაპები, რომელთა ფარგლებში:

📍 მე-13 ეტაპი
• გამოქვეყნდა 8166 ჰექტარი საძოვრის მონაცემები (145 ერთეული);
• მონაწილის სტატუსი მიენიჭა 24 პრეტენდენტს;
პირდაპირი გადაცემის გზით იჯარით გაიცა 821 ჰა;
აუქციონის გზით – 1725 ჰა.

📍 მე-14 ეტაპი
• გამოქვეყნდა 8611 ჰა საძოვრის მონაცემები (138 ერთეული);
• შემოსულია 13 განაცხადი;
• მოთხოვნილი ფართობი შეადგენს 1741 ჰა-ს.

🔸 ასევე, მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე, საძოვრის კატეგორია მიენიჭა 276 ჰექტარ მიწას, ხოლო 2922 ჰა იდენტიფიცირდა პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, რის შემდეგაც მათზე უკვე დაწყებულია ან დასრულებულია საქმისწარმოება.

პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობით დაკავებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე საძოვრების გამჭვირვალე და გონივრული წესით გადაცემა, რაც ამაღლებს მიწის რესურსების გამოყენების ეფექტიანობას და ხელს უწყობს სოფლის განვითარების მდგრად პროცესს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading