საქართველო ფარერის კუნძულებთან ამხანაგურ მატჩს დღეს გამართავს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების დღეს ფარერის კუნძულების გუნდთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. შეხვედრა „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ არენაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

„ჯვაროსნების“ შემდეგი მატჩი 8 ივნისს, ქუთაისში გაიმართება. ნაკრები ასევე ამხანაგურ შეხვედრაში კაბო-ვერდეს უმასპინძლებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading