პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დაიწყო
,,აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
ვიზიტის ფარგლებში, ჩემს კოლეგასთან, ბატონ ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, ქალბატონ საჰიბა გაფაროვასთან გავმართავ პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებს.
მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში, ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი სწორედ ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შედგა.”-ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.



