საქართველო და თურქეთი სამართალდაცვით თანამშრომლობას აძლიერებენ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სტამბოლში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მან თურქ კოლეგასთან, ალი იერლიქაიასთან, ორმხრივი შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილების გაზიარებასა და საპოლიციო განათლებაში პარტნიორობის გაძლიერებას.