საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროების მხრიდან, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების დიდ პოტენციალს ვხედავთ“

„ჩვენს მეზობელ და მეგობარ, სომხეთის სახელმწიფოსთან, ჯანდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დაავადებათა გავრცელების პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლისთვის, აუცილებელია ინფორმაციის გაცვლის, რესურსების ოპტიმალურად მობილიზებისა და სხვა მიმართულებებით აქტიური თანამშრომლობა“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ერევანში, საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით ორი ქვეყანა, განსაკუთრებით აქტიურად თანამშრომლობს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და კრიტიკულ ვითარებაში ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებით.

„სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროების მხრიდან, ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების დიდ პოტენციალს ვხედავთ. ვფიქრობთ, რომ ეს ინტენსიური პარტნიორობა დიდი სარგებლის მომტანი იქნება ორივე სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading