საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში იასპარეზებს

ხელბურთში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები E ჯგუფში იასპარეზებს შვედეთთან, ხორვატიასა და ნიდერლანდებთან ერთად.

E ჯგუფის მატჩები შვედეთში ქალაქ მალმოში გაიმართება. საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. ფინალურ ეტაპზე გასასვლელ გადამწყვეტ შეხვედრაში ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდა; ისტორიული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით – ანგარიშით 29:26 – დასრულდა.

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2024 წელს გერმანიაში იასპარეზა. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა ბოლო ტურის მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 22:19 დაამარცხეს.

კონტინენტის პირველობა 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 24 ქვეყანა მიიღებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading