საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ბილი ჯინ კინგის სახელობის თასის პირველ ლიგაში იასპარეზებს
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მარიამ ბოლქვაძის, ეკატერინე გორგოძის, ოკსანა კალაშნიკოვას, ზოზია ქარდავასა და მარგალიტა ჩახნაშვილის შემადგენლობით ბილი ჯინ კინგის სახელობის თასის მეორე ლიგის ევრო-აფრიკულ ზონაში წარმატებით იასპარეზა. ქალთა ნაკრებმა ხუთი შეხვედრა მოიგო და პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია და ჰერცეგოვინას (2:1), ესტონეთს (3:0), კვიპროსს (2:1), ბულგარეთსა (2:1) და ნორვეგიას (2:1) სძლია.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იასპარეზა.
