საქართველოს ქალთა ნაკრებმა კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა

ესპანეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში, ღია ასაკობრივ კატეგორიაში, საქართველოს ქალთა ნაკრებმა ცალკეულ მოძრაობებში ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

-47 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზეს მარიამ ცეცხლაძემ და მარიამ ბეგლარიშვილმა. მარიამ ცეცხლაძემ ამოწევაში ვერცხლის, ჩაჯდომში კი ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. მარიამ ბეგლარიშვილმა წოლჭიმში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამოწევაში კი ბრინჯაოსი. 84 კგ წონით კატეგორიაში ნინო ჭრიკიშვილი ამოწევაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ქართველი ათლეტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

შეიძლება იყოს ‎7 ადამიანი and ‎ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „‎जা ORTS NUTRITION MANIAK FITNESS 田田 生 Inte werlifti الم LE + JB PUESI BURMEAN‎“‎‎ გამოსახულება

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading