საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური პროდუქციის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეინახეს და რეალიზაციის მიზნით გადაზიდეს სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელები, მათ შორის „BELUGA“, „GREY GOOSE“, „NEFT“, „ABSOLUT“, „СНЕЖНЫЙ БАРС“, „SVEDSKAY“. ამოღებული პროდუქციის სავარაუდო ღირებულება 140 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, რაც 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading