საქართველოს სპორტის მინისტრმა მხატვრულ მოცურავე მარიამ ალავიძეს ისტორიული მედლის მოპოვება პირადად მიულოცა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ქართველ მხატვრულ მოცურავეს, მარიამ ალავიძეს, შეხვდა და მსოფლიოს თასზე მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა. შალვა გოგოლაძემ მას მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი, საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლევან ბერიაშვილი და მარიამ ალავიძის მწვრთნელი მანანა ჩანქსელიანი.
მარიამ ალავიძემ მხატვრული ცურვის მსოფლიოს თასზე თავისუფალ სოლო პროგრამაში 200, 7612 ქულა დააგროვა და ვიცე-ჩემპიონი გახდა. ეს საქართველოსთვის მხატვრულ ცურვაში მოპოვებული პირველი მედალია. ქართველი სპორტსმენი 1219,8 ქულით მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომერიცაა.




