საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ორგანიზაცია „გიყვარდეს შენი მეზობელი თემის“ დამფუძნებელს ვეიდ კუსაკს, ორგანიზაცია „რელიგიის თავისუფლების სამდივნოს“ დამფუძნებელს გრეგ მიტჩელს და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდა

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ამ მიმართულებით აპარატის მანდატი და საქმიანობა მიმოიხილა; ისაუბრა ასევე, ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში ასახული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით რელიგიურ უმცირესობათა საკითხებთან დაკავშირებით მომზადებულ რეკომენდაციებზე.

ვეიდ კუსაკმა და გრეგ მიტჩელმა ტოლერანტული გარემოს შექმნისა და გამყარებისთვის რელიგიათა შორის დიალოგის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

საზოგადოებას.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი

    Leave a Reply

    თარგმნეთ »

    Discover more from Region News

    Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

    Continue reading