საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავის N17 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს, მათ შორის, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს შეხვდა
სახალხო დამცველი პატიმართა განთავსების პირობებთან დაკავშირებით ესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას; დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები, საცხოვრებელი და საერთო სივრცეები. ასევე, გაეცნო დაწესებულების ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარე მშენებლობის მდგომარეობას.
სახალხო დამცველი მუდმივად ახორციელებს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობას.

