საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპარლამენტის მწვანეთა ჯგუფისა და ევროპის თავისუფალი ალიანსის კოალიციის წევრს სერგეი ლაგოდინსკის შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა განიხილეს; ისაუბრეს აქციებზე დაკავებულთა სასამართლო პროცესების მიმდინარეობაზე და სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლზე.
ასევე, სახალხო დამცველმა ევროპარლამენტარს სახალხო დამცველის აპარატის მანდატი და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშის ძირითადი მიგნებები და გამოწვევები გააცნო.