საქართველოს საელჩო ესპანეთში მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ესპანეთის რამდენიმე რეგიონში ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო ადგილობრივ მოსახლეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მათ რეკომენდაციებს ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, გალისიაში, კასტილია და ლეონსა და ექსტრემადურაში გამოცხადებულია საგანგაშო რეჟიმი.

📌 საქართველოს საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს:

  • მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ;
  • მოერიდონ ხანძრის ზონებს;
  • გაითვალისწინონ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები.

საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ:
📞 საქართველოს საელჩო ესპანეთში – +34 691 387 221
📞 სასწრაფო დახმარება ესპანეთში – 112

👉 ტყის ხანძრების ლოკაციებისა და სტატუსის შესახებ განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია შესაბამის ონლაინ ბმულზე, რომელსაც საელჩო თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading