საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის – “Waseda University” რექტორთან, აიჯი ტანაკასთან შეხვედრა გამართა
მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის აკადემიური გაცვლისა და კვლევითი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. აიჯი ტანაკამ ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მიმართ ინტერესი დააფიქსირა.
