საქართველოს, როგორც 2026 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას, EJU-ს დროშა გადაეცა

მონტენეგროში, ქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სპორტის მინისტრს, შალვა გოგოლაძეს, 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ნიშნად ევროპის ძიუდოს კავშირის (EJU) დროშა გადაეცა. დროშა მინისტრს EJU-ს პრეზიდენტმა ლასლო ტოთიმ გადასცა.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით კონტინენტის პირველობა თბილისში 2026 წლის 23-26 აპრილს გაიმართება. თბილისს ევროპის არაერთი უძლიერესი ძიუდოისტი ეწვევა.

ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი თბილისში მიმდინარე წლის მარტში მოეწერა. ევროპის ჩემპიონატს საქართველო უკვე მეორედ უმასპინძლებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading