საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს ტრიბუნიდან 25 სექტემბერს გამოვა სიტყვით

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობს მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიის მუშაობაში. პრეზიდენტი დაესწრო სესიის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, რომელსაც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა მსოფლიოს ლიდერებთან ერთად უმასპინძლა.

გახსნის ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგებთან მოკლე აუდიენციაც გამართა.

გენერალური დებატები მიმდინარე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
📅 საქართველოს სახელით, მიხეილ ყაველაშვილი გაეროს ტრიბუნიდან 25 სექტემბერს გამოვა სიტყვით.

გაეროს გენერალური ასამბლეის წლევანდელი სესია კიდევ ერთი შესაძლებლობაა, საქართველოს ხმა გაჟღერდეს გლობალურ პოლიტიკურ სივრცეში და ქვეყანამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკითხებისადმი თავისი ხედვა გააცნოს მსოფლიოს ლიდერებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading