საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ მოკლული, მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ ისაუბრა

„ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე რომ დახოცა ბიჭები( მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე, მურად გორგაძე) ფიქრობს რა გავაკეთო და დაურეკეს გურამ დონაძეს. დადგეს ყალბი სცენარი. ეს ბიჭები უკვე გაციებული არიან. იღებს დონაძე, გარბიან დათა ახალაია, გიორგი დგებუაძე, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი გარბიან აღმა სროლით, ძირს ავტომატებიო. ესე იგი ბრალდებას უყენებენ ვითომ ამ ბიჭებს ავტომატები გააჩნდათ. ამ დროს ერთ-ერთმა გამოძიებით დაუდგენელმა პიროვნებამ შავი ჯიპიდან ამოიღო ჩანთა, რომელშიც ეწყო ავტომატები და მიიტანა და თითოეულს გვერდზე დაუწყო. დაიდგა სცენარი, რომ ვითომ ავტომატები გააჩნდათ და ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა სამი ახალგაზრდა. ვითომ ჩვენ ბიჭებსაც ავტომატები ქონდათ და იძულებული გახდნენ ძალოვანები, რომ ესროლათ და დაეხოცათ ეს ბიჭები“, – განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading