„ამერიკის შეერთებულ შტატებთან შემდგომი თანამშრომლობის მოლოდინები ჩვენს საზოგადოებაში არის ძალიან დიდი, მე იმედი მაქვს, რომ ეს მოლოდინები გამართლდება”-ლევან დავითაშვილი

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან შემდგომი თანამშრომლობის მოლოდინები ჩვენს საზოგადოებაში არის ძალიან დიდი, მე იმედი მაქვს, რომ ეს მოლოდინები გამართლდება, თუმცა, მკაფიო იყო იმაზე კომუნიკაციაც, რომ ამას სჭირდება დრო, რადგან ბევრი პრიორიტეტი არსებობს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და გვესმის, რომ გლობალური გამოწვევებიც არის ძალიან ბევრი.

იმედი მაქვს, რომ წლის განმავლობაში ამერიკის ადმინისტრაცია შეძლებს ამ საკითხებს მიუბრუნდეს და ისინი ჩვენთან დიალოგის რეჟიმში გადაწყვიტოს. ჩვენ ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ – ინტენსიური დიალოგის პირობებში შეიძლება ყველა იმ ამოცანის შესრულება, რომელიც ერთობლივად დავისახეთ“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა „იმედის“ ეთერში, სადაც აშშ-ში განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading